მთავარი კონტაქტი
უფასო იურიდიული კონსულტაცია

557 004 557        598 275 968

     
 

სისხლის სამართლის ადვოკატი

ბრალდებულის, დაკავებულის, მსჯავრდებულის უფლებების დაცვა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე. ასევე მოწმის და დაზარალებულის წარმომადგენლობა/დაცვა გამოძიების ორგანოებსა და სასამართლოში დაკითვის და სხვა საპროცესო მოქმედებების დროს.

 

 

არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეებზე

არასრულწლოვანი ბრალდებულის, დაკავებულის და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმოებისას სასამართლოსა და სხვა უწყებებში.

 

 

საოჯახო დავების რეგულირება

გთავაზობთ სარჩელის, შესაგებლის და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობას ალიმენტის დაკისრების, განქორწინების, მამობის აღიარების, მშობლის უფლებებთან დაკავშირებულ საოჯახო საქმეებზე. ასევე დავიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს საზღვრის კვეთის და მშობელთან ურთიერთობის საკითხების ფარგლებში.

 

 

ქონებრივი დავები

უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ბინის გათავისუფლება, უძრავი ქონების გამიჯვნა და ცალკე საკუთრებად რეგისტრაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
 

ადმნისტრაციული დავები

ადმინისტრაციული ჯარიმების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული რგანოს გადაწყვეტილებების, მოქმედებების გასაჩივრება როგორც ადმინისტრაციულ ოქგანოებში, ასევე სასამართლოში.

ასევე ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა პროცესებზე  პირის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

 

სასესხო დავები

თუ თვლით, რომ ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაუსაბუთებლად დიდი თანხის გადახდას გაიძულებენ , აყადაღებენ თქვენს მოძრავ და უძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ასევე სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვისას.

 

 

უძრავ ოქნებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება

მიწის ნაკვეთის, ბინის, კომერციული ფართის, ფარეხის, სარდაფის ან სხვა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ჩუქების, რეგისტრაციის საკითხებში სამართლებრივი დახმარების გაწევა, ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების მომზადება და იუსტიციის სამინისტროში წარმომადგენლობა.

 

 

ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების მომზადება

ქირავნობის, ნასყიდობის, ჩუქების, განვადებით შესყიდვის, იპოთეკისა და სესხის, მომსახურების, შრომის და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

საპროცესო დოკუმენტების: სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელის, საჩივრის, განცხადების, შუამდგომლობის და სხვა საპროცესო დოკუმენტის მომზადება.